პროექტის სახელწოდება :,, წიგნი თუ კომპიუტერი“
პროექტის მოკლე აღწერა:
გამოვიკვლიოთ პროექტის ფარგლებში, თანამედროვე საზოგადოებაში რა ადგილი უჭირავს წიგნს და კომპიუტერს.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეებს შევთავაზე გვემუშავა პროექტზე „წიგნი თუ კომპიუტერი“
კლასი დავყავი III ჯგუფად მივეცი შემდეგი დავალებები:
I ჯგუფი – მოიძიონ პუბლიცისტური წერილები ბიბლიოთეკაში, წიგნის მნიშვნელობაზე და გაანალიზონ მოძიებული ინფორმაცია, მოამზადონ საპრეზენტაციოდ
II ჯგუფი – მოიძიონ ინტერნეტში სტატიები კომპიუტერის მნიშვნელობა აქტუალობაზე ,მის დადებით და უარყოფით მხარეებზე , მოამზადონ კლასში წარსადგენად.
III ჯგუფი – ჩაატარონ გამოკითხვა საზოგადოებაში ,, წიგნი თუ კომპიუტერი“ მონაცემები წარმოადგინონ წინასწარ გამზადებულ ცხრილში და წარადგინონ პრეზენტაციის სახით
ყველა ჯგუფი წარმოადგენს თემის პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ ვაკეთებთ ბუკლეტს ,, წიგნი თუ კომპიუტერი“ სადაც ასახული იქნება გაწეული საქმიანობა და მისი შედეგები .
მონაწილეთა ასაკი :12–13 წელის მოსწავლეები.
ვადები / ხანგრძლივობა: 2–კვირა.
მიზნები და შედეგები: შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე; ისმენს და ეთანხმება ან კორექტულად უარყოფს თანამოსაუბრის აზრს; მოსწავლეებთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს; იყენებს სხვადასხვა რესურსს (ინტერნეტი,ბიბლიოთეკა და სხვა.)
პროექტის ფასილიტატორი: ნათია მეძველია
ფასილიტატორის ელ. ფოსტა mezvelianati@gmail.com